Accessibility links

ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეკირიბა


ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეკირიბა საპრეზიდენტო არჩევნების გუშინდელ, მეორე ტურში პრეზიდენტ ქოჩარიანის გამარჯვების გამო პროტესტის გამოსათქმელად.

ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრე შეკირიბა საპრეზიდენტო არჩევნების გუშინდელ, მეორე ტურში პრეზიდენტ ქოჩარიანის გამარჯვების გამო პროტესტის გამოსათქმელად.
არჩევნებში ქოჩარიანის მეტოქე, სტეფან დემირჭიანი და სხვა ოპოზიციონერები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმებას და, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებით იმუქრებიან. მათ დღევანდელ დემონსტრაციაზე შეკრებილებს ხვალ იმავე ადგილას დაბრუნებისაკენ მოუწოდეს. დემირჭიანი ირწმუნება, რომ კენჭისყრის შედეგები, რომელიც ქოჩარიანის გამარჯვებას ასახავს, გაყალბებულია - მან პრეზიდენტი სომხეთში დიქტატურის დამყარების მცდელობაში დაადნაშაულა. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ქოჩარიანს ხმების დაახლოებით 67, ხოლო დემირჭიანს 32 პროცენტი ერგო. კენჭისყრას კრიტიკულად აფასებენ უცხოელი მეთვალყურეებიც - მათი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა მძიმე დარღვევებით ჩაიარა.არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო დელეგაციის თავმჯდომარე, პეტერ აიხერის მიერ დღეს წარმოთქმული სიტყვებით, მას "უკეთესის იმედი ჰქონდა".
XS
SM
MD
LG