Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი და აშშ თანახმა არიან


ბრიტანეთი და აშშ თანახმა არიან, ნაწილობრივ შეიცვალოს ერაყის საკითხზე გაეროს ახალი რეზოლუციის ტექსტი. ლაპარაკია რეზოლუციაზე, რომელიც,

ბრიტანეთი და აშშ თანახმა არიან, ნაწილობრივ შეიცვალოს ერაყის საკითხზე გაეროს ახალი რეზოლუციის ტექსტი. ლაპარაკია რეზოლუციაზე, რომელიც,
ლონდონისა და ვაშინგტონის მოთხოვნით, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას უნდა იძლეოდეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროუს ხუთშაბათს, გაეროში გამოსვლისას, არ დაუზუსტებია შესაძლო ცვლილებების დეტალები. მაგრამ მისი თქმით, რეზოლუციით უნდა გაგრძელდეს ერაყზე ზეწოლა, რათა მან მოსპოს მასობრივი განადგურების იარაღი. ვაშინგტონში კი თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა აღნიშნა, რომ აშშ თანახმაა ცვლილებების შეტანაზე გაეროს ახალი რეზოლუციის პროექტში. მანამდე საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ცნობა, რომ ბრიტანეთი მუშაობს გაეროს რეზოლუციის კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც ითვალისწინებს ერაყისათვის მეტი დროს მიცემას განიარაღების საკითხში გაეროს მოთხოვნების შესასრულებლად. დიპლომატების თქმით, რეზოლუციის კომპრომისული ვარიანტი ერაყს, სავარაუდოდ, წაუყენებს ულტიმატუმს, რომლის შესრულებაც ამ ქვეყანას ძალიან მოკლე ვადაში მოუხდება. როგორც ვარაუდობენ, ასეთი რეზოლუციის მიზანი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება, რომელთაც ჯერ არ გადაუწყეტიათ, მიემხრონ თუ არა ერაყში სამხედრო ოპერაციას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი საერთაშორისო თანამეგობრობას აფრთხილებს, რომ ის ერაყის საკითხში რთული გამოცდის წინაშე დგას: [პაუელის ხმა] "დადგა გადამწყვეტი მნიშვნელობის მომენტი, როცა უნდა გავუძლოთ გამოცდას, როცა გამოცდას უნდა გაუძლონ უშიშროების საბჭომ, გაერომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ".
XS
SM
MD
LG