Accessibility links

logo-print

პრაღაში ეროვნული მუზეუმის წინ თავი დაიწვა ახალგაზრდა კაცმა


პრაღის ცენტრში, 6 მარტს, დილით, 8-ის ნახევარზე ეროვნული მუზეუმის კიბეზე, ჩვენი "რადიოს" მთავარი შესასვლელიდან ორმოცდაgთ მეტრში თავი დაიწვა სამხრეთი ჩეხეთის მკვიდრმა,

19 წლის ზდენეკ ა-მ. ეს მოხდა თითქმის იმ ადგილზე, სადაც 1969 წელს ასევე ახალგაზრდა იან პალახმა დაიწვა თავი. პალახი გმირად არის გამოცხადებული, მისი თვითმკვლელობა ჩეხეთში სოციალისტური ბლოკის ჯარების შესვლის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი იყო.
ზდენეკ ა-მ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაკიდა. გამვლელებმა თავიანთი ქურთუკებით შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ვერაფრით უშველეს, საავადმყოფოში მიყვანამდე ზდენეკ ა. გარდაიცვალა. მან დატოვა წერილი, რომელიც 6 მარტსავე გამოქვეყნდა და რომელშიც ის მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავდა. წერილიდან ირკვევა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი შეძრწუნებული იყო ჩეხეთის ახლანდელი ვითარებით, რომელშიც ბატონობს ფული და ძალაუფლება და რომელშიც მას ადგილი ვერ მოეძებნა, იმდენად გართულებულია ადამიანებს შორის ურთიერთობა. ზდენეკ ა. თავი ბოლო წერილში ამბობს, რომ კაცობრიობა სატანის ტყვეობაშია, თითქოს საშინელების ფილმი იყოს. ის თავის სურვილს გამოთქვამს, რომ ადამიანებმა დაძლიოს ბოროტი იმით, რომ ყოველდღე საკუთარ თავში ჩაიხედონ.
ამ ტრაგიკული ამბის შემდგომ, ის ადგილი, სადაც ზდენეკ ა-მ თავი დაიწვა, თითქოს მის უბედურების მიზეზს ადასტურებდა, იქ მისულ, შეკრებილ ხალხს ვერ დაინახავდით, ჩეხეთის მოქალაქეები თავიანთ ყოველდღიურობას ებრძოდნენ, ტურისტები კი, რომელთაც იქ პრაღის ისტორიაზე ესაუბრებოდენენ, ზდენეკ ა-ს დრამას ალბათ ვერასოდეს გაიგებენ.
XS
SM
MD
LG