Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მის ქვეყანას ერაყის კრიზისის მოგვარების საკითხში გაეროს მხარდაჭერის მიღების დიდი შანსი აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მის ქვეყანას ერაყის კრიზისის მოგვარების საკითხში გაეროს მხარდაჭერის მიღების დიდი შანსი აქვს.
როგორც სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა კვირას ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, დიდია შანსი, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს, დაახლოებით, 10 წევრი დაუჭერს მხარს ერაყის შესახებ ახალ რეზოლუციას, რომელიც ომის დაწყების მანდატს იძლევა. აი, რა თქვა პაუელმა უშიშროების საბჭოში მოახლოებული კენჭისყრის შესახებ: [კოლინ პაუელის ხმა] "ვფიქრობ, წინსვლას მივაღწიეთ უშიშროების საბჭოს წევრ ათ ქვეყანასთან. მაგრამ, როგორც ცნობილია, ფრანგები გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ახალ რეზოლუციას. მართალია მათ სიტყვა "ვეტო" არ წარმოუთქვამთ, მაგრამ, უთუოდ მას გულისხმობენ". აშშ-ს, ბრიტანეთსა და ესპანეთს გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანილი აქვთ ახალი რეზოლუცია, რომელიც ერაყს უყენებს ულტიმატუმს, 17 მარტამდე შეასრულოს გაეროს ყველა მოთხოვნა. ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან საფრანგეთი და უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე კიდევ ორი ქვეყანა: ჩინეთი და რუსეთი. კვირას გავრცელდა ასევე უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის კონდოლიზა რაისის განცხადება, რომ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის "თამაში დამთავრებულია" და რომ დროა, "ის შეაჩერონ". ხოლო ერაყის მაღალი რანგის წარმომადგენელ ჰოსამ მოჰამედ ამინის განცხადებით, ერაყში გაეროს ინსპექციამ, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტხანს გრძელდება, აჩვენა, რომ ეს ქვეყანა არა ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG