Accessibility links

logo-print

მალტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა


მალტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა მიემხრო ევროკავშირში გაწევრიანებას ამ საკითხზე შაბათს ჩატარებულ რეფერენდუმში.

მალტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა მიემხრო ევროკავშირში გაწევრიანებას ამ საკითხზე შაბათს ჩატარებულ რეფერენდუმში.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ედი ფენეჩ-ადამმა განაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა კენჭისყრის წინასწარი, არაოფიციალური შედეგი: მის მიხედვით, მალტის ევროკავშირში გაწევრიანებას მიემხრო ამომრჩეველთა 53,5 პროცენტი. მალტა არის პირველი ევროკავშირში გაწევრიანების ამჟამინდელი კანდიდატი 10 ქვეყნიდან, რომელმაც ჩაატარა რეფერენდუმი გაწევრიანების საკითხზე. კენჭისყრის ოფიციალური შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი - მას კანონის ძალა არა აქვს.
XS
SM
MD
LG