Accessibility links

აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება


აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა სრული დატვირთვით აღდგეს.

აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა სრული დატვირთვით აღდგეს.
როგორც სეპარატისტების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" უთხრა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სრული დატვირთვით, სომხეთამდე, რუსეთის ინტერესებში შედის. მაგრამ ის, სეპარატისტების წარმომადგენლის შეფასებით, არ შედის აშშ-ის ინტერესებში, რის გამოც საქართველო უარზე დადგება.
XS
SM
MD
LG