Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სხვადასხვა კუთხეში გაიმართა დემონსტრაციები


უკრაინის სხვადასხვა კუთხეში გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებმა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გადადგომა მოითხოვეს.

უკრაინის სხვადასხვა კუთხეში გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებმა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გადადგომა მოითხოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით, 25 000 ადამიანი, ხოლო დემონსტრაციების ორგანიზატორების თქმით, 50 000-მდე კაცი მონაწილეობდა 100-ზე მეტ ქალაქსა თუ მომცრო დასახლებაში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში. როგორც უკრაინის წამყვანი ოპოზიციური პარტიის "ჩვენი უკრაინა" თავმჯდომარემ, ვიქტორ იუშჩენკომ შეკრებილების წინაშე გამოსვლისას თქვა, დემონსტრაციების მიზანია მთავრობაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმა. გარდა ამისა, ბევრი უკრაინელი კუჩმას აკისრებს 2000 წელს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის პასუხისმგებლობას. კუჩმა უარყოფს ამ ბრალდებას.
ის ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება: პარასკევს დაიწყო კუჩმას ოთხდღიანი ვიზიტი სლოვაკეთში.
XS
SM
MD
LG