Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას საქართველოში დაბრუნდა ექვსი მეზღვაური


კვირას საქართველოში დაბრუნდა ექვსი მეზღვაური, რომლებიც შარშან სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა გაიტაცეს. მეზღვაურები ბერძნულ გემ "ჯენლილზე" იმყოფებოდნენ და წლეულს,

კვირას საქართველოში დაბრუნდა ექვსი მეზღვაური, რომლებიც შარშან სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა გაიტაცეს. მეზღვაურები ბერძნულ გემ "ჯენლილზე" იმყოფებოდნენ და წლეულს,
თებერვალში, ამავე გემით შეძლეს გაქცევა. როგორც მათ კვირას ჟურნალისტებს უთხრეს, ტანკერის მფლობელმა გატაცებულების გამოსასყიდად მეკობრეებს 80 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა, მაგრამ, ამ თანხის მიღების შემდეგ, გამტაცებლებმა მეტი მოითხოვეს. 9 თებერვალს მეზღვაურებმა გაქცევა შეძლეს. მათ - ზურაბ გიორგაძეს, არტურ არუთუნიანს, ნიკოლაი პეხოვს, ანატოლი ანხარგოროდსკის, ალექსანდრე ჩიჩაძესა და გულადი რუხაძეს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ.ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი".
XS
SM
MD
LG