Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიემხრობა იმგვარ რეზოლუციას უშიშროების საბჭოში,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიემხრობა იმგვარ რეზოლუციას უშიშროების საბჭოში,
რომელიც ერაყის განიარაღების მიზნით ძალის გამოყენებას დაუშვებდა. ივანოვის თქმით, რუსეთს ამგვარი რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეუძლია. [ივანოვის ხმა] "რუსეთი აცხადებდა და აცხადებს კვლავაც, რომ არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ამგვარ რეზოლუციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ასეთი რეზოლუცის განსახილველად წარდგენა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, თუკი ეს მანც მოხდა, რუსეთი მის წინაღმდეგ იქნება". საფრანგეთმაც გამოაცხადა, რომ ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იქნება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ვეტო იმედგაცრუებაზე მეტი იქნებოდა.
რუსეთი და საფრანგეთი უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლებიანი წევრები არიან. ამავე დროს აფრიკის სახელმწიფოებში მოგზაურობენ ბრიტანელი და ფრანგი დიპლომატები, რომლებიც ამ ქვეყნების თავიანთი საქმისთვის გადაბირებას ცდილობენ. რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ს, ბრიტანეთსს და ესპანეთს ეკუთვნის, ითვალისწინებს 17 მარტამდე ერაყის განიარაღებას, ან სამხედრო ძალის გამოყენებას.
გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანსუა ფოლთან საუბრის შემდგომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ვაშინგტონი კვლავაც ეძებს ერაყის მშვიდობიანად განიარაღების გზებს. გვინეის მთავრობაც ერაყის მშვიდობიანი განიარაღების მომხრეა.
XS
SM
MD
LG