Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჰააგაში გაიმართა სისხლის სამართლის


დღეს ჰააგაში გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო მუდმივმოქმედი სასამართლოს ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია.

დღეს ჰააგაში გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო მუდმივმოქმედი სასამართლოს ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია.
მოეწყო, აგრეთვე, ახალი უწყების პირველი 18 მოსამართლის ინაუგურაცია. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, სასამართლოს მასპინძელი ქვეყნის - ჰოლანდიის დედოფალმა ბეატრისმა, ასობით სხვა საპატიო სტუმარმა. ექსპერტთა და მიმომხილველთა დიდი ნაწილი მუდმივმოქმედი სასამართლოს გახსნას ადამიანის უფლებათა დაცვის სეფროში ბოლო ნახევარი საუკუნის უმნიშველოვანეს მოვლენად მიიჩნევს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტერ შიდერმა მოუწოდა, ყველა ქვეყანას, რომელიც ჯერ არ შეერთებია სასამართლოს შექმნის ხელშეკურელებას, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს - ე.წ. "რომის სტატუტს". საქართველო "რომის სტატუტის" ერთ-ერთი ხელმომწერია, მაგრამ დოკუმენტის რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია.
XS
SM
MD
LG