Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ


განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ და საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დღეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ და საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დღეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მალხაზ კაკაბაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა გასულ კვირაში აფხაზეთში სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაზე მოილაპარაკეს, აუცილებელი ხდება მუშა ჯგუფების საქმიანობის სქემის შემუშავება. ამ ეტაპზე განსაზღვრულია რამდენიმე პრიორიტეტი: დევნილთა დაბრუნება, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა და ენგურჰესის რეაბილიტაცია - მინისტრის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. რაც შეეხება სოხუმის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ აპირებს თბილისთან ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, მალხაზ კაკაბაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის პოზიცია პრეზიდენტ პუტინის განცხადებათა შესაბამისი იქნება. პუტინმა სოჭში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG