Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ფრაქცია "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ


საპარლამენტო ფრაქცია "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ მოითხოვა, რომ დეპუტატთა წინაშე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭის შეხვედრის შესახებ, ინფორმაციით წარდგნენ

საპარლამენტო ფრაქცია "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ მოითხოვა, რომ დეპუტატთა წინაშე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭის შეხვედრის შესახებ, ინფორმაციით წარდგნენ
საგარეო საქმეთა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები ირაკლი მენაღარიშვილი და მალხაზ კაკაბაძე. გოგიტიძის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ფრაქციებმა "დემოკრატები", "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის", "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატები", "21-ე საუკუნე" და "ახალი მემარჯვენეები". ორშაბათს პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის რანგში აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის მოღვაწეობით, რადგან, მისი თქმით, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით აბაშიძის წინადადებები ხელისუფლებასთან არათუ შეთანხმებული, განხილულიც კი არ არის. გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და მას იმედისმომცემი მოვლენა უწოდა.
XS
SM
MD
LG