Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ხელი მოაწერა ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსს


საქართველომ ხელი მოაწერა ანტისადოპინგო სააგენტოს კონგრესის მიერ შემუშავებულ კოდექსს, რომელიც სპორტსმენებისთვის აკრძალული სამედიცინო პრეპარატების ნუსხას განსაზღვრავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მარტის დამდეგს, დანიაში გამართულ კონგრესში. მეძმარიაშვილის ინფორმაციით, კოდექსმა მთლიანად უნდა მოაგვაროს ის სამედიცინო საკითხები, რომელიც აწუხებს როგორც სპორტსმენს, ისე სპორტის მოყვარულს. მისივე თქმით, კონგრესის მონაწილე 70 ქვეყნიდან კოდექსს ხელი მოაწერა 35-მა ქვეყანამ, დანარჩენებს კი წინადადება მიეცათ, 1 მაისამდე განიხილონ და შეუერთდნენ ამ დოკუმენტს. დსთ-ის ქვეყნებიდან კოდექსს მხოლოდ საქართველო და რუსეთი შეუერთდნენ.

XS
SM
MD
LG