Accessibility links

logo-print

თეთრი სახლის პრესმდივნის არი ფლაიშერის


თეთრი სახლის პრესმდივნის არი ფლაიშერის განცხადებით, დიპლომატიას ჯერ კიდევ რჩება "მცირე შანსი" იმ უთანხმოების მოსაგვარებლად,

თეთრი სახლის პრესმდივნის არი ფლაიშერის განცხადებით, დიპლომატიას ჯერ კიდევ რჩება "მცირე შანსი" იმ უთანხმოების მოსაგვარებლად,
რომელიც ერაყის განიარაღების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარშემო წარმოიშვა. ფლაიშერმა დასძინა, რომ ვაშინგტონის სურვილია, კენჭისყრა მიმდინარე კვირაშივე მოეწყოს. "პრეზიდენტ ბუშის აზრით, დიპლომატიის შესაძლებლობა ბოლომდე ამოწურული არ არის, მაგრამ იწურება დროო" - თქვა ფლაიშერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ კვლავაც ეცდება, უშიშროების საბჭოს წევრებს შორის კონსენსუსს მიაღწიოს. თუმცა, ბლერის თქმით, მის ძალისხმევას მნიშვნელოვნად უშლის ხელს რუსეთისა და საფრანგეთის განცხადებები ვეტოს უფლების გამოყენების თაობაზე. გუშინ ამ ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ვეტოს მიმართავს. დღეს ერაყმა "ალ-სამუდის" ტიპის კიდევ სამი რაკეტა გაანადგურა.
XS
SM
MD
LG