Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველები შეერთებულ შტატებსა


ადამიანის უფლებების დამცველები შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები, რათა არ დაეცეს გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის ავტორიტეტი.

ადამიანის უფლებების დამცველები შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები, რათა არ დაეცეს გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის ავტორიტეტი.
კომისიის მორიგი შეხვედრის წინ ამის თაობაზე გამოქვეყნდა ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" მიმართვა. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ კომისიის წევრ 53 ქვეყანას შორის რამდენიმე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ზოგი კი ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაა. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ამჟამად ლიბიას უკავია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკანასკნელ ხანებში კომისია იღებს რეზოლუციებს, რომლებიც სწორად არ ასახავს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG