Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენმა მეამბოხეებმა გროზნოში ააფეთქეს ფედერალური


ჩეჩენმა მეამბოხეებმა გროზნოში ააფეთქეს ფედერალური ჯარის სატვირთო ავტომანქანა, რის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 ჯარისკაცი.

ჩეჩენმა მეამბოხეებმა გროზნოში ააფეთქეს ფედერალური ჯარის სატვირთო ავტომანქანა, რის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 ჯარისკაცი.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ამ ცნობაში დაზუსტებული არ არის, როდის მოხდა ეს ინციდენტი. "ინტერფაქსი" იუწყება ასევე, რომ ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩეხეთის ჰუმანიტარული ორგანიზაციის "ადამიანები გასაჭირში" თანამშრომელი, იბრაჰიმ ზიაზიკოვი. ვარაუდობენ, რომ ის მძევლად აიყვანეს. ამასობაში დაწყებულია ჩეჩენი პოლიციელების საგანგებო რეჟიმში მუშაობა: ათ დღეში გაიმართება კონსტიტუციის საკითხისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი, რომლითაც, როგორც მოსკოვი იმედოვნებს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ყოფნის საკითხი მოგვარდება. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, დღე და ღამე იცავენ საარჩევნო უბნებს, ადმინისტრაციულ შენობებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. მაგრამ უცხოელი მეთვალყურეები ეჭვობენ, უშიშროება ჩეჩნეთში იმდენად უზრუნველყოფილი იყოს, რომ გაამართლოს რეფერენდუმის ჩატარება.
XS
SM
MD
LG