Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს ხელმძღვანელმა


გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს ხელმძღვანელმა სერხიო ვიეირა დე მეიომ გააკრიტიკა აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება,

გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს ხელმძღვანელმა სერხიო ვიეირა დე მეიომ გააკრიტიკა აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომლის მიხედვით ავღანეთში შეპყრობილ, ამჟამად კუბაში დაკავებულ პატიმრებს არა აქვთ თავიანთი საქმეების ამერიკის სასამართლოებში შეტანის უფლება. დე მეიოს თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ აშშ-ის კანონები არ ვრცელდება გვანტანამოს სამხედრო ბაზაზე, სადაც დაახლოებით 650 ადამიანი - "თალიბანისა" და "ალ-ყაიდის" წევრობაში ეჭვმიტანილები იმყოფებიან. დე მეიოს კომენტარი მოჰყვა სამშაბათს გავრცელებულ ცნობას, რომ აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რახან ეჭვმიტანილები აშშ-ის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ისინი არ სარგებლობენ ამ ქვეყნის კონსტიტუციური უფლებებით, მათ შორის ვექილის აყვანის უფლებით.
XS
SM
MD
LG