Accessibility links

logo-print

სერბიაში პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობაში


სერბიაში პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე დააპატიმრეს 65 ადამიანი.

სერბიაში პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე დააპატიმრეს 65 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელ ნებოიშა ჩოვიჩის განცხადებით, დაკავებულები, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იოვიჩა სტანიშიჩი და მისი მოადგილე ფრანკო სიმატოვიჩი, მიჩნეული არიან კრიმინალური ჯგუფის წევრებად. ასევე ჩოვიჩის თქმით, ეჭვმიტანილებიდან 8 კაცი პირდაპირ არის დაკავშირებული ჯინჯიჩზე თავდასხმის შეთქმულებასთან. ამასობაში, მთავრობა, რომელსაც სერბიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევს მუშაობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გარეშე მართვას შეუდგა. მთავრობას მორიგეობით უხელმძღვანელებს ოთხი ვიცე-პრემიერი, ვიდრე პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევდეს. ხუთშაბათს სერბიის მთავრობის შენობასთან, სადაც წინა დღით ზორან ჯინჯიჩი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ასობით ადამიანი მივიდა სამძიმრის წიგნში ხელის მოსაწერად. ხუთშაბათს ბელგრადში იმყოფებოდნენ აგრეთვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და საგარეო საქმეთა კომისარი კრისტოფერ პატენი. მათ სერბ ხალხს მიუსამძიმრეს და მას ევროკავშირის მხრივ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვეს. ჯინჯიჩის მკვლელობას და მასზე გამოხმაურებას ვრცელი მასალა ეძღვნება ჩვენი დღევანდელი პროგრამის საერთაშორისო ბლოკში.
XS
SM
MD
LG