Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის სანაპიროსთან, საერთაშორისო საჰაერო


ჩრდილოეთი კორეის სანაპიროსთან, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენა განაახლეს ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა.

ჩრდილოეთი კორეის სანაპიროსთან, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენა განაახლეს ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა.
ამის შესახებ იუწყებიან აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები. მათივე თქმით, ფრენის განახლებას ჩრდილოეთი კორეა არ შეწინააღმდეგებია. ეს იყო პირველი საჰაერო მისია 2 მარტის შემდეგ, როცა ჩრდილოეთი კორეის ოთხმა საბრძოლო თვითმფრინავმა გზა გადაუჭრა ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს იაპონიის ზღვაზე, ჩრდილოეთი კორეის სანაპიროდან დაახლოებით 200 კილომეტრში. აშშ დაზვერვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს ფხენიანის სამხედრო პროგრამების, მათ შორის ბირთვული პროგრამებისათვის თვალყურის სადევნებლად.
XS
SM
MD
LG