Accessibility links

logo-print

ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გაერს ნებართვის გარეშე - კანონიერი აქტი, თუ გაეროს ქარტიის დარღვევა?


თუკი შეერთებული შტატები ერაყს თავს დაესხა გაეროს ნებართვის გარეშე, ეს იქნება გაეროს ქარტიის დარღვევა - ასეთია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრი.

ამ თემაზე დებატებში მონაწილე საერთაშორისო სამართალის სპეციალისტების, იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო აქცია კანონიერი თუ არა, საფუძვლიანი, ლოგიკური მაინც უნდა იყოს.

ვაშინგტონი განაგრძობს მცდელობას მოიპოვოს საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს მხარდაჭერა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქცის დაწყების საქმეში. მაგრამ ამავე დროს ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ უწინდელი რეზოლუციის დარღვევის გამო, მას აქვს ერაყზე თავდასხმის უფლება და ამას მარტოც გააკეთებს, საერთაშორისო სამართლის ახალი აქტი რომც არ გაფორმდეს. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, რომელიც გაეროს ქარტიას ეყრდნობა, თვლის, რომ ამგვარი აქცია დაარღვევდა გაეროს ქარტიას, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას მხოლოდ თავდაცვისთვის ან გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვით იძლევა. ახალი რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭოს ორ წევრს, შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ნებას მისცემდა ერაყზე თავდასხმისა, საბჭოში შეიძლება არ გავიდეს, რადგან მას მხოლოდ ოთხი წევრი უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში, სამხედრო აქცია უკანონო იქნება და რეზოულუციის ინიციატორებს - ბრიტანეთის და ესპანეთის მთავრობებს საკუთარ ქვეყნებში პრობლემები შეექმნებათ.

თუ არ მიიღეს ახალი რეზოლუცია, სამხედრო აქციის მომხრე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ ისინი ხელმძღვანელობენ 1441-ე რეზოლუციით, რომელიც განიარაღების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ერაყს სერიოზული შედეგებით ემუქრება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ხუთშაბათს ეს თქვა. მის თანახმად, თეთრ სახლი ყველა საშუალებას იტოვებს მოქმედებისთვის.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჯი საბრი კატეგორიულია. მან ხუთშაბათს თქვა, რომ ბაღდადის წინაღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გაეროს ქარტიის, უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის და მსოფლიოს სახელმწიფოთა ნების წინააღმდეგ იქნება მიმართული და რომ თუკი ვაშინგტონი პატივს სცემს გაეროს ქარტიას და მის რეზოლუციებს, თავი უნდა შეიკავოს.

სამართალის სპეციალისტები, ომის დაწყების შემთხვევაში ქარტიის დარღვევაზე ერთი ხელის აღებით არ ლაპარაკობენ. უმეტესობის არგუმენტი ის არის, რომ გაეროს დაარსების შემდგომ მსოფლიოში უამრავი შემთხვევა იყო, როცა ომები იმართებოდა გაეროს წევრების მიერ. გაეროს ერთ-ერთი უწყების მონაცემებით, ასეთი 291 კონფლიქტი მოხდა მსოფლიოს 126 ქვეყანაში. ისე, რომ, აცხადებენ ისინი, გაეროს ქარტიის მიღების შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა. ამერიკის მასაჩუსეტსის შტატის ტაფტის უნივერსიტეტის კანონისა და დოპლომატიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მაიკლ გლენონმა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, რომ ეს, ყველაზე კარგად ჩანს ჩრდილოეთი კორეისა და კოსოვოს შემთხვევაში. კომუნისტური კორეა, თქვა გლენონმა, მისი პრობლემის მოგვარებას შეერთებულ შტატებთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებით ცდილობს და არა გაეროს მეშვეობით. გაეროსი, განაგრძობს გლენონი, რომლის ქარტია ყველა თავდაუსხმელობის პაქტების მშობლად მიიჩნეოდა. და კოსოვოსთან დაკავშირებით, ამბობს შემდგომ ამერიკელი პროფესორი, რეზოლუციის მიღებას, ანუ სერბიაზე ნატოს თავდასხმის ლეგიტიმიზაციას, რუსეთი ვეტოს დადებას უპირებდა, ამიტომაც ვიმოქმედეთ ამ უფლების გარეშე. მაგრამ სერბიის დაბომბვა ნატოს მიერ სამართლიანი იყო, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით უკანონო. აი, რას ამბობს გლენონი ერაყის წინააღმდეგ შესაძლებელ ომზე: [გლენონის ხმა]
"მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 100-ზე მეტი ინციდენტი მოხდა, რომლებშიც გაეროს წევრები მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე. და ახლა არადამაჯარებელია იმაზე ლაპარაკი, რომ შეერთებული შტატები ძალას უსაფუძვლოდ და უკანონოდ იყენებს." 31402
საკითხს სხვა მხრიდან უდგება სხვა ამერიკელი პროფესორი, ნიუ იორკის კოლუმბიის უნისვერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ექსპერტი რიჩარდ გარდნერი. გარდნერის თანახმად, ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს აქვთ უფლება ძალა იხმარონ ერაყის მიმართ, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის 1991 წლის პირობებს არღვევს. მაგრამ ნოემბერში 1441-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ, ვითარება საეჭვო გახდა: [გარდნერის ხმა] "შეიცვალა ის, რომ 1441 რეზოლუციის მიღების შემდეგ, ის ადგენს, რომ ერაყი არსებითად არღვევს პირო,ებს, მას მიეცა ბოლო შანსი, ითანამშრომლოს. ვითარებას ის ართულებს, რომ საბჭოს წევრები არაერთსულოვანი არიან. იყენებს ბაღდადი ამ შანსს ითანამშრომლოს, თუ არა?"
XS
SM
MD
LG