Accessibility links

logo-print

გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით 14 მარტს


გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით 14 მარტს ერაყში "ალ სამუდ ორი" ტიპის კიდევ 4 რაკეტა განადგურდა.

გაეროს ინსპექტორების მეთვალყურეობით 14 მარტს ერაყში "ალ სამუდ ორი" ტიპის კიდევ 4 რაკეტა განადგურდა.
ამის პარალელურად გრძელდება საერთაშორისო დისკუსია ერაყის კრიზისთან დაკავშირებით. ძირითად საკითხად კვლავ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტი რჩება. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი აცხადებს, რომ იმედი აქვს დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა ერაყის კრიზისის მოგვარებაში შედეგს გამოიღებს. თუმცა, შირაკმა ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს გაეროს არც ერთ რეზოლუციას, რომელიც ავტომატურად ომის დაწყებას გულისხმობს. რუსეთი მხარს უჭერს საფრანგეთს და გმობს ახალი რეზოლუციის პროექტს. დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ესპანეთი კი ამ შაბათ-კვირას ერაყზე საგანგებო სამიტის გამართვის საკითხს იხილავენ. სამიტის გამართვა კვირას, 16 მარტს პორტუგალიის აზორის კუნძულებზეა დაგეგმილი. 14 მარტს ვაშინგტონმა მიუღებელი უწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრის - ჩილეს წინადადებას, რომელიც ერაყის ნებაყოფლობით განიარაღების ვადის კიდევ სამი კვირით გაგრძელებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG