Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა მომავალ კვირას


შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა მომავალ კვირას ქვეყნიდან გააძევოს ერაყის დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელსაც ბრალი ერაყიდან ლტოლვილ შვედეთში მცხოვრებ პირებზე ჯაშუშობაში ედება. თავად ერაყელი

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა მომავალ კვირას ქვეყნიდან გააძევოს ერაყის დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელსაც ბრალი ერაყიდან ლტოლვილ შვედეთში მცხოვრებ პირებზე ჯაშუშობაში ედება. თავად ერაყელი
დიპლომატი აცხადებს, რომ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიზანი შეერთებული შტატებისთვის ერთგულების დამტკიცებაა. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ტერიტორიიდან ორი ერაყელი დიპლომატი გააძევა და მსოფლიოს 60 ქვეყანას სთხოვა მათ ტერიტორიაზე მყოფ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ერაყელ დიპლომატებსაც ასევე მოპყრობოდნენ. შვედეთის პრემიერ-მინისტრი ურაყოფს, რომ ერაყელი დიპლომატის გაძევება შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ერაყელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ შეერთებული შტატების თხოვნის გათვალისწინებაზე.
XS
SM
MD
LG