Accessibility links

logo-print

ერაყში ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად


ერაყში ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად ხალხი ქუჩავი გავიდა დღეს მთელ მსოფლიოში.

ერაყში ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად ხალხი ქუჩავი გავიდა დღეს მთელ მსოფლიოში.
ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, იემენში. უფრო მცირე რაოდენობა მოქალაქეებისა ჩაება ეგვიპტეში, ქაიროში მროწყობილ აქციაში. ერაყთან ომის მოწინააღმდეგეებმა პროტესტი გამოთქვეს ვიეტნამში, იაპონიაში, სამხრეთი კორეაში, ტაილანდში.
გერმანიაში მჯდომარე აქცია მოეწყო აშშ-ის იქ განთავსებული რაინ-მაინის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მივიდნენ ომის მოწანააღმდეგები მოსკოვში. რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში კი, იქ განთავსებული შეერთებული შტატების ჯარის გაყვანა მოითხოვეს.
დღესვე, ანტისაომარი აქციაა დაგეგმილი ვაშინგტონში, თეთრ სახლთან და იუსტიციის დეპარტამეტნთან.
XS
SM
MD
LG