Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ტონი ბლერთან და ხოსე მარია აზნართან ერთად განიხილა ერაყის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ტონი ბლერთან და ხოსე მარია აზნართან ერთად განიხილა ერაყის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები.
უკნასკნელი დღეების მანძილზე სამი ლიდერი შეეცადა გაეროს 15-წევრიან უშიშროების საბჭოში უმრავლესობა მოეპოვებინა ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისათვის. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა წევრმა, ბულგარეთმა, დაუჭირა მათ საჯაროდ მხარი. დღევანდელი სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ ხვალ უკანასკნელი დღეა ერაყთან დაკავშირებით გაეროს მეორე რეზოლუციის მისაღებად. მან აგრეთვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ერაყის აღდგენაში სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ.
XS
SM
MD
LG