Accessibility links

logo-print

დღეს სერბიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ


დღეს სერბიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ზორან

დღეს სერბიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ზორან
ჟივკოვიჩის კანდიდატურა წამოაყენა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჟივკოვიჩი, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შეიძლება გახდეს ბელგრადში ოთხი დღის წინათ მოკლული ზორან ჯინჯიჩის მემკვიდრე. 42 წლის ჟივკოვიჩი ჯინჯიჩის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო თანამებრძოლი იყო. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომელშიც სერბიის დემოკრატიული პარტია უმრავლესობას ფლობს.
XS
SM
MD
LG