Accessibility links

logo-print

"გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ


"გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძე პარლამენტში დაძაბულობის მიზანმიმართულად ესკალაციაში დაადანაშაულა.

"გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძე პარლამენტში დაძაბულობის მიზანმიმართულად ესკალაციაში დაადანაშაულა.
ჟვანიას თქმით, პრეზიდენტმა მყისვე დააკმაყოფილა თავისი მხარდამჭერი დეპუტატების თხოვნა და სამშაბათისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟვანიამ დასძინა, რომ ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში 40 წუთი მიუძღვნა მინიმალური ხელფასის თემას, ეს კი ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ოპონენტები არიან არა პარლამენტის თემატური უმრავლესობის ლიდერები, არამედ თვით ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არ სურს არავითარ კომპრომისზე წასვლა და შეჯერებული გადაწყვეტილებების პოვნა. ჟვანიას თქმით, შევარდნაძე სამშაბათიდან პარლამენტში ახალი დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს. 28 თებერვალს, ფრაქცია "დემოკრატების" ინიციატივით, პარლამენტმა შრომის კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც სახელფასო მინიმუმი 1 ივლისიდან 20-დან 115 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხარდამჭერმა ფრაქციებმა გააპროტესტეს, რადგან მათი აზრით, ცვლილებების დამტკიცება რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
XS
SM
MD
LG