Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს კიდევ


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო შეთქმულების თაობაზე გაკეთებული განცხადებები

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო შეთქმულების თაობაზე გაკეთებული განცხადებები
არ ყოფილა მიმართული კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა შოთა რეხვიაშვილმა, ხსენებული განცხადებები არ იძლევა ცრუ დასმენის შესახებ დანაშაულის შემადგენლობას და ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს. მიმდინარე წლის თებერვალში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა მონაწილეობით "ეწყობოდა სერიოზული შეკრებები, სადაც ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა ვარიანტები განიხილებოდა. ამ საკითხის შესწავლა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გენერალურ პროკურორს დაავალა.
XS
SM
MD
LG