Accessibility links

logo-print

აშშ-ის ახალი ტექნიკა: მზვერავებს შეუძლიათ მტერს შორიდან თვალებში ჩახედონ


ერაყის ომში შეერთებული შტაიტები გამოიყნებს თანამედროვე ტექნიკას, რომლისთვისაც ეს ომი გამოცდა იქნება. ზუსტი, ეგრეთწოდებული გონიერი ბომბების გარდა,

სპარსეთის ყურეში განთავსებულ ჯარს იანვრის შემდეგ ღამის ხედვის განსაკუთრებული ხელსაწყოების მოხმარება შეუძლია. ქუვეითში მივლინებულ ჩვენს კორსეპონდენტს რონ სინოვიცს სამხედროებმა საშუალება მისცეს მოესინჯა ამ მოწყობილობის შესაძლებლობები.

შეერთებული შტატების არმიის ქვეითთა მესამე დივიზიის მზვერავების განკარგულებაშია ეგრეთწოდებული შორ მანძილზე ხედვის სადაზვერვო სისტემა, რომელიც მის წინამორბედებს ერთი-ორად აღემატება და აი, რატომ: ძველი სისტემისგან განსხვავებით, ახალი სისტემა საშუალებას იძლევა 24 კილომეტრის მანძილზე ამოიცნოს საბრძოლო მანქანა და დაუყოვნებლივ მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი განლაგების ადგილის შესახებ ტანკებს, არტილერიას თუ თვითმფრინავებს. ჩვენს კორსეპონენტს მეგზურობას უწევდა აშშ-ის არმიის მზვერავი, კაპიტანი სკოტ ბრენონი, რომელმაც თქვა, რომ ორ კილომეტში თვალებში შემიძლია ჩავხედო მტერსო. მაგრამ, ომის შემთხვევაში, ბრენონი არ აპირებს ორ კილომეტრზე მოუშვას მტერი, მას ახალი სისტემა საშუალებას აძლევს ბევრად უფრო შორი მანძილიდან შეაფასოს მოწინააღმდეგე:
[ბრენონის ხმა] "შორ მანძილზე ხედვის დასაზვერი სისტემის უპირატესობა სიზუსტე და მანძილია. ძველი სისტემა 3 კილომეტრში რისი დანახვის საშულებას იძლეოდა, ახალი, 24 კილომეტრზე ხედავს".
ხედვის ახალი სისტემა შეერთებული შტატების სამხედრო ფირმა "რეიტიონმა" შექმნა. მისი აღქმის უნარი ტრადიციულ პრინციპს, სითბურ აღქმას ემყარება. მიღებულ ინფომაციას გარდაქმნის ციფრულ ვიზუალურ გამოსახულებად. ის წარმოადენს ყუთს, რომელიც სამხედრო ავტომობილის თავზეა დამაგრებული. სისტემის სპეციალისტებთან ერთად დემონსტრირების დროს ჩვენს კორესპონდენტს შეეძლო უკუნეთ ღამეში კილომეტრში მყოფ შვეულმფრენზე ამოეკითხა წარწერა, "აშშ-ის არმია". სისტემას მეთიუ თომპსონი მართავს:
[თომპსონის ხმა]"ახლა ხედვის არეს გავზრდი და დავეძებ სხეულს, რომელიც შორს უნდა იყოს, როცა რაღაც შევნიშნე, მის გამოსახულებას ვზრდი, შვეულმფრენია, ბლეკჰოკი უნდა იყოს, კიდე უფრო ვუახლოვდები, ოთხი ათას ასი მეტრი, ბლეკჰოკი".
თომპსონი განაგრძობს, რომ აშშ-ის ჯარის აღჭურვილობას და უნიფორმას დატანებული აქვს საგანგებო თერმული ნიშანი, რომელიც მტერ-მოყვრის გარჩევის საშუალებას აძლევს მზვერავებს. როცა ინფორმაცია მიღებულია მტრის ადგილსამყოფელის შესახებ, ხედვის ახალი სისტემის საშუალებით ის შესაბამის ნაწილებს გადაეცემა, რომელთაც არაფერი რჩებათ მოქმედების გარდა. კაპიტანმა სკოტ ბრენენმა ჩვენს კორესპონდენტს აუხსნა, რომ მზვერავის საქმიანობაში ანტიკური დროიდან მოყოლებული ერთი რამ არ შეცვლილა, მზვერავი შეუმჩნეველი უნდა დარჩეს, სწრაფად მოახსენოს მეთაურებს მტრის პოზიციის შესახებ და დატოვოს არეალი ისე, რომ ბრძოლაში არ იქნეს ჩართული.
XS
SM
MD
LG