Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს სახელმწიფოთა არაერთმა ლიდერმა კრიტიკული


მსოფლიოს სახელმწიფოთა არაერთმა ლიდერმა კრიტიკული შეფასება მისცა ამერიკის პრეზიდენტის წუხანდელ გამოსვლას,

მსოფლიოს სახელმწიფოთა არაერთმა ლიდერმა კრიტიკული შეფასება მისცა ამერიკის პრეზიდენტის წუხანდელ გამოსვლას,
რომელშიც ერაყის პრეზიდენტი დილემის წინაშე დააყენეს: ან ქვეყნის დატოვება ან სამხედრო ძალის გამოყენება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თქვა, რომ ერაყი არ წარმოადგენს ისეთ მუქარას, რომელსაც ამგვარი აქცია უნდა მოჰყვეს. ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ თქვა, რომ მისი პოზიცია პარიზისას ემთხვეა. რომის პაპის წამრომადგენელმა განაცხადა, რომ ის, ვინც სამშვიდობო გზას უარყოფს, დიდ პასუხისმგებლობას კისრულობს. აქვე გეტყვით, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებმა დღეს ერაყი დაიტოვეს. საბერძნეთის პრემიერმა კოსტას სიმიტისმა, რომელიც ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ბუშის ულტიმატუმმა დიდ გლობალური კრიზისი გამოიწვია. შვეციის მთავრობის აზრით, ერაყზე თავდამხმა გაუმართლებელია, როცა ინსპექტორებმა წინსვლას მიაღწიეს. პაკისტანის ხელისუფლები თვლიან, რომ დიპლომატიური საშუალებები არასოდეს დასრულდება.
XS
SM
MD
LG