Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა ასლან


ჩეჩნეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა ასლან მასხადოვმა უარყო

ჩეჩნეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა ასლან მასხადოვმა უარყო
მოსკოვის წინადადება, მიანიჭოს ჩეჩნეთს ფართო ავტონომია. მოსკოვი 23 მარტისთვის ჩეჩნეთში რეფერენდუმს გეგმავს. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუკი ჩეჩნეთის ხალხი მიიღებს ახალი კონსტიტუციის პირობებს, მათ რესპუბლიკას ექნება საგანგებო სტატუსი და ადმინისტრაციის მართვის ფართო შესაძლებლობა. მასხადოვის განაცხადი ჩეჩნეთის უებ-საიტზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვი ჩეჩენ ხალხს იარაღის ქვეშ აიძულებს კენჭი უყაროს კონსტიტუციას. რუსეთის კულტურის 60-მდე მოღვაწემ რუსეთის მთავრობას მიმართა, რომ ის შეცდომას ჩადის, როცა სამშვიდობო ინიციატივებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG