Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაფუძნებულმა იურისტთა საერთაშორისო კომისიამ


ჟენევაში დაფუძნებულმა იურისტთა საერთაშორისო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა თავისი განცხადება, რომელშიც ნათქვამია,

ჟენევაში დაფუძნებულმა იურისტთა საერთაშორისო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა თავისი განცხადება, რომელშიც ნათქვამია,
რომ ერაყზე თავდასხმა გაეროს უფლების გარეშე უკანონო ინება. განცხადების ავტორების აზრით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება თავს დაესხას სხვას, თუკი თვითონ მის მიმართ არ განახორციელებენ შეიარაღებულ აგრესიას. კომისიის გენერალურმა მდივანმა ლუიზ დოსვალდ-ბეკმა თქვა ჟენევაში, რომ მათი პოზიცია გაეროს ქარტიას ეფუძნება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წუხელ ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს პირობა წაუყენა, დატოვოს ერაყი 48 საათში თავის ვაჟებთან ერთად, სხვა შემთხვევაში ვაშინგტონი ბაღდადს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა. იურისტთა თანახმად, გაეროს 1441-ე რეზოლუცია, რომლითაც ვაშინტონი ხელმძღვანელობს, არ ითვალისწინებს სამხედრო აქციის მოწყობას. იურისტების აზრით, ამგვარ აქციას ესაჭიროება უშიშროების საბჭოს, სულ მცირე 9 წევრის თანხმობა. ამასთან, არცერთმა მუდმივმა წევრმა გადაწყვეტილებას ვეტო არ უნდა დაადოს.
XS
SM
MD
LG