Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხდა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხდა,
რომ აშშ-ის განზრახვას, ჩამოაგდონ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუეინი მსოფლიოს 30 სახელმწიფო შეუერთდა და კიდევ 15 მზად არის მხარლდაჭერისთვის.
პაუელმა თქვა, რომ დანიის და ჰოლანდიის ხელისუფლებთან სატელეფონო საუბრისას მათი თანხმობა მიიღო მხარდაჭერის შესახებ.
პაუელმა თქვა აგრეთვე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჯორჯ ბუშთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყთან ომის მიმართ უარყოფითი დამოკიდებელება. პაუელის თანახმად, სხვადასხვა სახელმწიფოები ცდილობენ დაიყოლიონ უკანდახევაზე სადამ ჰუსეინი, რომელმაც უარყო ბუშის ულტიმატუმი. პაუელმა თქვა აგრეთვე, რომ დარწმუნებულია, რომ თურქეთი შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებს მას მერე, რაც პარლამენეტი კიდევ ერთხელ განიხილავს საკითხს, მისცეს თუ არა ვაშინგტონს ერაყის წინააღმდეგ ქმედების ნება თავისი ტერიტორიიდან.
XS
SM
MD
LG