Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა საგანგებო სხდომის შემდეგ


ერაყის პარლამენტმა საგანგებო სხდომის შემდეგ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდა მას, დაიცვას ერაყი და მისდიოს "გმირობისა და მარტვილობის გზას".

ერაყის პარლამენტმა საგანგებო სხდომის შემდეგ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდა მას, დაიცვას ერაყი და მისდიოს "გმირობისა და მარტვილობის გზას".
პარლამენტის სპიკერმა საადუნ ჰამადიმ თქვა, რომ ერაყის პარლამენტმა დღეს უკუაგდო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ულტიმატუმი. [ჰამადის ხმა] "ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ უსინდისო ულტიმატუმს, ამ აგრესიას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას". ბუშმა მოითხოვა, რომ სადამ ჰუსეინმა ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა. ულტიმატუმის ვადა ოთხშაბათს ღამით სრულდება. ერაყის საზღვრებზე 300 ათასამდე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე არის თავმოყრილი. დღესვე მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას. მასზე განხილულ იქნება ერაყში ომის შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო ინსპექციების საკითხი. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG