Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები შეშფოთებული


მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები შეშფოთებული გამოეხმაურნენ ერაყში ომის დაწყებას. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო აქციას "დიდი პოლიტიკური შეცდომა" უწოდა

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები შეშფოთებული გამოეხმაურნენ ერაყში ომის დაწყებას. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო აქციას "დიდი პოლიტიკური შეცდომა" უწოდა
და საბრძოლო მოქმედებების მალე შეწყვეტა მოითხოვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაქმა სინანული გამოთქვა სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, ხოლო თანამემამულეებისადმი გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის სატელევიზიო მიმართვა შეიცავდა მოწოდებას ომის მალე დამთვარებისაკენ. კანცლერმა ომის დაწყებას "ცუდი გადაწყვეტილება" უწოდა, თუმცა, მისივე თქმით, ერაყის საკითხში უთანხმოების მიუხედავად აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობის საფუძველს საფრთხე არ ემუქრება. ომი ასევე დაგმო აზიის რამდენიმე სახელმწიფომ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოთხოვნილია ერაყზე იერიშის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების განახლება. ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს ორგანიზაცია "ისლამური კონფერენციაც". მისი გენერალური მდივნის, აბდულვაჰედ ბალკეზიზის სიტყვებით, ორგანიზაცია ღრმა სინანულს გამოთქვამს ერაყში მოვლენების განვითარებით და გადაჭრით მოითხოვს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას. "ისლამურ კონფერენციაში" გაერთიანებულია 57 მუსლიმანური ქვეყანა.
XS
SM
MD
LG