Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაწყებულ ომს, ბრიტანეთის საგარეო


ერაყში დაწყებულ ომს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს მოპოვებული.

ერაყში დაწყებულ ომს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს მოპოვებული.
ჯეკ სტროუს განმარტებით, 14 სულ 25 სახელმწიფოდან, რომელთაც ევროკავშირი უნდა შეადგინონ მასში 10, უმთავრესად აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ, მხარს უჭერს ერაყზე იერიშს. სტროუმ, რომელმაც ამ საკითხზე ევროკვაშირის ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ისაუბრა, ევროკავშირს მოუწოდა, ერთიანი ძალებით გაუწიოს ერაყს დახმარება, კონფლიქტის დამთავრების შემდეგ. [სტროუს ხმა] "ევროკავშირის დღევანდელ სამიტზე ძალები უნდა გავაერთიანოთ და გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს საერთო ამოცანა - ერაყში ჰუმანიტარულ დახმარებაზე და ამ ქვეყნის რეკონსტრუქციაზე მუშაობა". დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმაც დაადასტურა, რომ მისი მთავრობა გადაჭრით ემხრობა ერაყის წინააღმდეგ ამერიკის ხელმძღვანელობით დაწყებულ ომს. მაგრამ, ასევე ასნარის თქმით, ესპანელი ჯარისკაცები არ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. ვაშინგტონის კურსის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, იტალიის პერმიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კი გამოთქვა იმედი, რომ ომი ერაყში დიდხანს არ გასტანს.
XS
SM
MD
LG