Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში სამხედრო


ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, პეტ კოქსმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა: [პეტ კოქსის ხმა] "ომი დაიწყო და ყველა ახალ, სახიფათო ფაზაში შევედით. აქ შეკრებილები ვფიქრობთ უდანაშაულო ერაყელებზე, რომელთა მდგომარეობა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პირველი ტყვიის გავარდნამდეც ძალიან მძიმე იყო". ევროკომისიის ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელ პოლ ნილსენის თქმით, ევროკავშირი აპირებს ერაყში ჰუმანიტარული დახმარების რაც შეიძლება მალე ჩატანას. მისი განცხადებით, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვა 100 მილიონი ევრო ერაყში ომის შედეგად ადგილნაცვალ პირებს შორის სურსათის, მედიკამენტების, კარვებისა და საბნების დასარიგებლად.
XS
SM
MD
LG