Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს საღამოს


ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს საღამოს ბრიუსელში დაიწყო, ერთობლივი განცხადება მიიღეს.

ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს საღამოს ბრიუსელში დაიწყო, ერთობლივი განცხადება მიიღეს.
მასში პირობას დებენ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ ერაყის მოსახლეობას. განცხადებაში ხაზგასმულია ასევე გაეროს ცენტრალური როლი ომის შემდგომ პერიოდში. სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ხელი ჩამოართვა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ დე ვილეპანს. ბრიტანეთის ჯარები მონაწილეობენ ერაყის წინააღმდეგ ომში, რომელსაც საფრანგეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ გი ვერჰოფსტატის თქმით, დადგა დრო, როცა უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ერთობლივი საგარეო და უშიშროების პოლიტიკის ასამოქმედებლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი ვერასოდეს შეასრულებს დიდ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში.
XS
SM
MD
LG