Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტი მიემხრო მთავრობის წინადადებას

თურქეთის პარლამენტი მიემხრო მთავრობის წინადადებას, თურქეთის ჯარების ჩრდილოეთ ერაყში გაგზავნის, აგრეთვე ამერიკული ავიაგამანადგურებლებისათვის ერაყზე საიერიშოდ თურქეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების მიცემის შესახებ.

თურქეთის კერძო ტელეკომპანია "NTV"-ის ინფორმაციით, წინადადებას მიემხრო 332 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 202. ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა. თურქეთი სამხედრო მოსამსახურეების ჩრდილოეთ ერაყში გაგზავნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას გასწევენ. ანკარა შიშობს, რომ ერაყში ომის შედეგად ათასობით ლტოლვილი მიაწყდება თურქეთს, როგორც ეს სპარსეთის ყურის წინა, 1991 წლის ომში მოხდა.
XS
SM
MD
LG