Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყზე ამერიკული და ბრიტანული ჯარების იერიშის დაწყების შემდეგ სადამ ჰუსეინის დღეები დათვლილია.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყზე ამერიკული და ბრიტანული ჯარების იერიშის დაწყების შემდეგ სადამ ჰუსეინის დღეები დათვლილია.
დონალდ რამსფელდი ხუთშაბათს დილაუთენია განხორციელებული პირველი იერიშის დეტალებს შეეხო და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დასძინა, რომ ერაყის ჯარები არ უნდა დაემორჩილონ ბრძანებებს, თუ ისინი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ეხება. [რამსფელდის ხმა] "ისინი, ვინც ბრძანებას შეასრულებს და ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, მოიძებნებიან და დაისჯებიან. სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე - ის თავს ვერ გაიმართლებს "მარტო ბრძანებას ვასრულებდიო". იმავდროულად რამსფელდმა ერაყის ჯარებს მოუწოდა, არ გაუწიონ წინააღმდეგობა ერაყში შეჭრილ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს. მისი თქმით, ვაშინგტონისა და ლონდონის მიზანი არ არის ფართომასშტაბიანი ომი: მოკავშირების ჯარები ერაყში დარჩებიან მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და ქვეყნის განიარაღების დასამთავრებლად.
XS
SM
MD
LG