Accessibility links

logo-print

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს


ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს გამოსცა ბრძანება ამერიკა-ბრიტენეთის ჯართან ომში ყველაზე თავდადებული ერაყელებისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ.

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა დღეს გამოსცა ბრძანება ამერიკა-ბრიტენეთის ჯართან ომში ყველაზე თავდადებული ერაყელებისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ.
ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სადამ ჰუსეინის ბრძანების თანახმად, ნებისმიერი ერაყელი, ვინც ტყვედ აიყვანს მოწინააღმდეგის ჯარისკაცს 50 მილიონ დინარს მიიღებს, რაც დაახლოებით 15 ათასი დოლარის ტოლია, ამის ნახევარი ერგება ერაყელს, რომელიც მოკლავს ამერიკის, ან ბრიტანეთის სამხედროს. ერაყის სააგენტოს ცნობით, მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის 100 მილიონი დინარი, შვეულმფრენისთვის კი 50 მილიონი დინარი დაწესდა. ყველაზე იაფი - ათი მილიონი დინარი რაკეტის ჩამოგდება ღირს.
XS
SM
MD
LG