Accessibility links

logo-print

გაამართლებთ ერაყთან ომს?


ერაყის კრიზისის განმავლობაში,

როცა - მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელ ომზე ლაპარაკობდნენ - ერაყის განიარაღება იყო მთავარი თემა, ამ ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა სისტემატურად ძლიერდებოდა. ერაყზე სამხედრო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა, რომ განიარაღება ბაღდადს ვერ უშველიდა და რომ ამ ქვეყანას სადამის ჩამოშორებაღა იხსნიდა ომისგან. ჯორჯ ბუშის ულტიმატუმის ვადის გასვლისთანავე პირველი ბომბები ბაღდადზე ჩამოცვივდა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევაზე იმდენს აღარ ვლაპარაკობთ. ომის მომხრენიცა და მოწინააღმდეგენიც უფრო ხშირად ერაყელი ხალხის მტარვალ სადამ ჰუსეინსა და დიქტატორისგან ერაყის ხალხის განთავისუფლებაზე მსჯელობენ. სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის სამსახურში მყოფი რამდენიმე პირის მოსაზრებას გაგაცნობთ. პირველია ემიგრანტი ერაყელი მწერალი ჰუსაინ ალ მოზანი, რომელიც ერაყის კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ჰუსეინის ჩამოგდებაში ხედავს. აი, რას ამბობდა მოზანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა კონკრეტული გეგმა ერაყის რეჟიმის დამხობისა არ არსებობდა : პირველ რიგში, ხალხზე ვფიქრობ. არც გაეროს, არც ამერიკელებსა და არც ევროპელებს არ ადარდებთ, რა ეშველება ერაყელ ხალხს. 30 წლის განმავლობაში მკვლელების რეჟიმს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ და არ აიძულებდნენ ადამიანის უფლებებზე ეფიქრა. ალ მოზანის აზრით, გაეროს სანქციებმა ერაყში მხოლოდ ხალხი დააზარალა და სადამს მოგებაც კი მოუტანა. ერაყელ მწერალს მიაჩნია, რომ ამერიკელები თავიანთი მიზნის მისაღწევად საფრთხეს აზვიადებდნენ. მისი შეფასებით, უყურო როგორ ეწამება 30 წლის განმავლობაში ხალხი და არაფერი აკეთო, სიგიჟეა.

კარგადაა ცნობილი ირანელი მწერალი სალმან რუშდი, რომელსაც ერაყზე თავდასხმის გამამართლებელი ყველა არგუმენტი უმნიშვნელოდ მიაჩნია, ერთთან შედარებით: ერაყში სადამმა ჯოჯოხეთი მოაწყო და ამიტომ უნდა განადგურდეს. რუშდი ამბობს, რომ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ერაყში რეჟიმის შეცვლაზე, რასაც გაამართლებს ერაყელების ხანგრძლვი ტანჯვა და არა ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნაკლებად შესაძლებელი თავდასხმის საშიშროება. ირანელი მწერლის აზრით, განმათავისუფლებელ ომს აზრი ექნებოდა, მაგრამ ომს, რომლის გამართლებასაც ამერიკა ახლა ცდილობს, არა.
ასეთია გერმანიაში მცხოვრები ერაყელი ემიგრანტი მწერლისა და ბრიტანეთში, ასევე, ემიგრაციაში მყოფი ირანელი მწერლის აზრი.

მათგან განსხვავებული განცდა აქვს, ერაყის მიმართ სამხედრო მოქმედების დაწყების შემდეგ, თბილისში მოქმედი კავკასიური სახლის ხელმძღვანელს, გერმანისტს, მწერალ ნაირა გელაშვილს: [ნაირა გელაშვილის ხმა]
ნაირა გელაშვილს შეუძლებლად მიაჩნია რომელიმე სახელმწიფოში დემოკრატიული თუ სხვა ფასეულობის იმპორტი, თუ საზოგადოება თვითონ არ ცდილობს გარდაიქმნას:
[ნაირა გელაშვილის ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG