Accessibility links

შეერთებული შტატების ხელისუფლების დაპირება, რომ


შეერთებული შტატების ხელისუფლების დაპირება, რომ ამაღამ ერაყზე მთავარი საჰაერო შეტევა განხორციელდებოდა, ასრულდა. სულ ცოტა ხნის წინ სასტიკად დაიბომბა ერაყის დედაქალაქი. დაბომბვას ერაყის

შეერთებული შტატების ხელისუფლების დაპირება, რომ ამაღამ ერაყზე მთავარი საჰაერო შეტევა განხორციელდებოდა, ასრულდა. სულ ცოტა ხნის წინ სასტიკად დაიბომბა ერაყის დედაქალაქი. დაბომბვას ერაყის
მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. კორესპონდენტების ცნობით, საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ბაღდადში სადამ ჰუსეინის სასახლეთა კომპლექსი და სხვა შენობები იყო, მათ შორის, ბაღდადის სამხრეთში მდებარე შენობები. საინფორმაციო სააგენტოები ასევე იუწყებოდნენ, რომ დაბომბვის დაწყებას საზენიტო ცეცხლის გახნა მოჰყვა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ამ ქვეყნის ჯარები აკონტროლებენ ფაოს ნახევარკუნძულს. ინტენსიური დაბომბვის დაწყებიდან ორიოდე საათში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს ერაყის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, ომის შემდგომ კი ქვეყნის აღდგენას. რამსფელდის განცხადებით, ერაყის ხელისუფლება ნელნელა კარგავს კონტროლს ქვეყანაში. ამერიკელი გენერალი რიჩარდ მაიერსი ამბობს, რომ კოალიციის ქვეითი ჯარი ერაყის ტერიტორიაზე უკვე 160 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. მაიერსის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში ერაყელი ჯარისკაცები ნებით ბარდებიან მოწინააღმდეგეს. ერთი საათის წინ მაიერსი აცხადებდა, რომ მალე კიდევ რამდენიმე ასეული სამიზნე დაიბომბება. თავის მხრივ, პენტაგონში გამოსვლისას, დონალდ რამსფელდმა დაადასტურა კოალიციის მიერ ერაყის საპორტო ქალაქის უმ ყასრის დაკავების ფაქტი. თავდაცვის მდივანმა პრესკონფერენციაზე აგრეთვე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთ ერაყში იყოს თურქეთის ჯარის ნაწილი, მაგრამ ის არ უნდა ასოცირდებოდეს კოალიციასთან.
XS
SM
MD
LG