Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარში, შეერთებული შტატების არმიის სამეთაურო


კატარში, შეერთებული შტატების არმიის სამეთაურო ცენტრში,

კატარში, შეერთებული შტატების არმიის სამეთაურო ცენტრში,
ომის დაწყების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა ერაყში სამხედრო ოპერაციის მეთაურმა, გენერალმა ტომი ფრენკსმა. მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატების მიერ ღამის განმავლობაში გასროლილი რაკეტები მიმართული იყო ჩრდილოეთ ერაყში მოქმედი "ანსარ ალ-ისლამის" ექსტრემისტული დაჯგუფებისკენ. ერაყელი ქურთების განცხადებით, ამ იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა. ფრენკსმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმდებაში მონაწილე ჯარი ცდილობს თავიდან ააცილოს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას. მისივე თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნეს ერაყის არმიის სამეთაურო სტრუქტურები წარმოადგენს. ამერიკელი გენერლის თქმით, ეს იქნება ისტორიაში უმაგალითო სამხედრო აქცია. [ფრენკსის ხმა] "ეს იქნება ისტორიაში უმაგალითო აქცია, რომელიც შოკით, მოულოდნელობით, მოქნილებით ხასიათდება და რომელშიც ვიყნებთ ზუსტ, დღემდე არნახულ, უმძლავრეს იარაღს". ტომი ფრენკსმა განაცხადა, რომ ოპერაცია გეგმის თანახმად ვითარდება. მან დასძინა, რომ არ იცის, სად იმყოფება სადამ ჰუსეინი. გენერლის თანახმად, წინ მძიმე დღეებია, მაგრამ შედეგი ეჭვს არ იწვევს.
XS
SM
MD
LG