Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დღეს გამოაცხადა, რომ მოსკოვი წინ აღუდგება შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ყველა მცდელობას,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დღეს გამოაცხადა, რომ მოსკოვი წინ აღუდგება შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ყველა მცდელობას,
რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, გარანტირებულ იქნეს გაეროს მიერ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის სანქცირება. თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საბჭოს ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ივანოვმა დასძინა, რომ მოსკოვი ასევე შეეწინააღმდეგება ცდას, ომისშემდგომი სახელისუფლო სტრუქტურები ერაყში გაერომ დაამტკიცოს. რუსეთს ერაყში ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესები აქვს; ამასთანავე, გაეროს უშიშროების საბჭოში იგი ვეტოს უფლებით სარგებლობს. საფრანგეთთან და ჩინეთთან ერთად მოსკოვი არ ეთანხმება სამხედრო აქციას სადამ ჰუსეინის ჩამოგდებისა და ერაყის განიარაღების მიზნით. ივანოვის თქმით, რუსეთმა საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას და ერაყთან დადებული შეთანხმებები გაუქმებული არ არის.
XS
SM
MD
LG