Accessibility links

logo-print

დღეს რუსეთმა შეერთებული შტატების სადაზვერვო


დღეს რუსეთმა შეერთებული შტატების სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენის გამო რუსეთ-საქართველოს საზღვართან ავიაგამანმადგურებლები განალაგა.

დღეს რუსეთმა შეერთებული შტატების სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენის გამო რუსეთ-საქართველოს საზღვართან ავიაგამანმადგურებლები განალაგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ნიკოლაი დერიაბინის თანახმად, აშშ-ის თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარს 30 კილომეტრზე მიუახლოვდა. დერიაბინმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ აქამდე ორჯერ დააფიქსირა. ერთი შეხედვით გაუგებარი იყო, რა მიზანს ემსახურებოდა ამერიკის თვითმფრინავის გადაადგილება რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო რაიონში. შეერთებული შტატების მთავრობას უწინ არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება საქართველო-ჩეჩნეთის სასაზღვრო რეგიონში "ალ-ყაიდის" წევრი შეიარაღებული პირების ყოფნის გამო. შეერთებული შტატების საელჩომ რუსეთში მომხდარის კომენტირებისგან თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG