Accessibility links

logo-print

პაკისტანის მთავრობამ გააუქმა დაგეგმილი სამხედრო


პაკისტანის მთავრობამ გააუქმა დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ხვალ ეროვნული დღესწაულის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.

პაკისტანის მთავრობამ გააუქმა დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ხვალ ეროვნული დღესწაულის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
მთავრობამ განაცხადა, რომ აღლუმის გაუქმების მიზეზი ერაყის ომის გამო პაკისტანის ღრმა მწუხარებაა. მთავრობის გადაწყვეტილება მოჰყვა პაკისტანელთა გუშინდელ გამოსვლებს ერაყში ომის წინააღმდეგ. ამ დღისადმი მიძღვნილი აღლუმი შარშანაც ჩაიშალა ქაშმირის გარშემო ინდოეთთან წარმოქმნილი დაძაბულობის გამო. აღლუმში მონაწილეობის მისაღებად პაკისტანში ჩასვლას აპირებდა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. ახლა მისი ვიზიტიც გადაიდო. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მირ ზაფარულა ხან ჯამალიმ ასევე გააუქმა თავისი მოგზაურობა აშშ-ში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში, "პაკისტანელი ხალხის გრძნობებისადმი პატივისცემის გამო".
XS
SM
MD
LG