Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, თავის


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში განაცხადა, რომ ერაყში სამხედრო გამარჯვების მოპოვებასა და

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში განაცხადა, რომ ერაყში სამხედრო გამარჯვების მოპოვებასა და
ომისშემდგომი დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს მიზნის მისაღწევად. ბუშმა აღნიშნა, რომ ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია სამართლიანია და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას ემსახურება. დღეს ჯორჯ ბუში ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს. ორმა ლიდერმა ომის მსვლელობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. თეთრი სახლის წარმომადგენლის ეშლი სნის ცნობით, ბუშმა და ბლერმა ერაყელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზეც იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG