Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საღამოს, მზის ჩასვლისთანავე, აშშ-ისა


დღეს საღამოს, მზის ჩასვლისთანავე, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ განაგრძო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ინტენსიური დაბომბვა.

დღეს საღამოს, მზის ჩასვლისთანავე, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ განაგრძო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ინტენსიური დაბომბვა.
ქალაქის მრავალ უბანს დენის მიწოდება შეუწყდა. დღეს ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გადასცა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენები იყო თავის მრჩევლებთან პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის შეხვედრების კადრები. ჰუსეინმა კმაყოფილება გამოთქვა თავისი ჯარის მოქმედებით და განაცხადა, რომ იგი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს თავდამსხმელებს. როგორც შეერთებული შტატების არმიის სარდლობა იუწყება, დღეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა აიღეს სამხრეთი ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ნასირია, რომელიც მდინარე ევფრატზე მდებარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში კოალიციის ძალები ცდილობენ, ალყა შემოარტყან ერაყის სამხედრო ნაწილებს, რათა აიძულონ ისინი, დათმონ ქალაქი ბასრა. კოალიციის ძალებმა უკვე აიღეს ბასრის აეროპორტი. ამავე დროს, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ცდილობენ, მოსპონ ერაყელთა წინააღმდეგობის კერები სამხრეთი ერაყის საპორტო ქალაქ უმ ყასრში.
XS
SM
MD
LG