Accessibility links

შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების


შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაციამ განაახლა ბაღდადის დაბომბვა.

შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაციამ განაახლა ბაღდადის დაბომბვა.
დაიბომბა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი მოსულიც. მასმედიის ცნობით, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის ბაღდადის გარეუბნებსა და ცენტრში. ერთ-ერთი ბომბი უნივერსიტეტის შენობას მოხვდა. ამერიკისა და ბრიტანეთის ჯარები სამხრეთიდან მიიწევენ ბაღდადისკენ მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა უმ-ყასრსა და ნისირიაში, ერაყის სამხრეთში. ამერიკის სამხედრო სარდლობის თანახმად, ნისირიისთვის ბრძოლაში 6 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა. სამხედრო მოქმედებები დაიწყო ერაყის ჩრდილოეთშიც. ამერიკის ავიაციამ საჰაერო დარტყმები მიაყენა ექტრემისტული დაჯგუფება "ანსარ ალ-ისლამის" პოზიციებს.
XS
SM
MD
LG