Accessibility links

logo-print

კვირას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ


კვირას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები ერაყში ომის წინააღმდეგ.

კვირას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები ერაყში ომის წინააღმდეგ.
ყველაზე დიდი დემონსტრაცია მოეწყო პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, სადაც ორასი ათასი ადამიანი გაჰყვიროდა ქუჩებში ანტიამერიკულ ლოზუნგებს. სიდნეის ცენტრში 50 ათასამდე ადამიანი ითხოვდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და კონფლიქტში მონაწილე ორიათასი ავსტრალიელი სამხედროს შინ დაბრუნებას. ინდონეზიაში - მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ მუსულმანურ ქვეყანაში - მიტინგი გაიმართა ამერიკის საელჩოს შენობასთან ჯაკარტაში. თურქეთში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა აგრეთვე ავღანეთში, ჰონ კონგში, ვიეტნამში, ინდოეთში. ევროპასა და შეერთებულ შტატებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ომის საწინააღმდეგო აქციებში.
XS
SM
MD
LG